სასწავლო პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: ლელო
შუხუთში.
2. პროექტის მთავარი
იდეა: მოიპოვონ ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის კუთხის ტრადიციისა
და კულტურის შესახებ.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი დაეხმარება
მოსწავლეებს მიზნის დასახვის, რესურსების შერჩევის, სამუშაო დროში განაწილების და შეფასების
უნარ-ჩვევების დაუფლებაში.
- მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის, მეგობრის აზრის გაზიარების უნარი.
- ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ სოფლის ტრადიციის დაცვასა და მის პოპულარიზაციაში.
4. პროექტის მიზნები: გაეცნონ ისტორიას
ლელოს წარმოშობის შესახებ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. მოიპოვონ ფოტო და ვიდეო
მასალა ინტერნეტის საშუალებით, აიღონ ინტერვიუები კუთხის ყველაზე უხუცეს ადამიანებთან.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
დოკუმენტური მასალების შექმნა და ვებ-გვერდზე განთავსება. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით
ეცნობიან ინფორმაციას ლელოს შესახებ, მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნიან ინგლისურ ენაზე,
რითაც იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. ამზადებენ პრეზენტაციებს, აკეთებენ კედლის გაზეთს,
რითაც იუმჯობესებენ წერით და კითხვით უნარ-ჩვევებს.
8. პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფურცლები, ფოტო და ვიდეო
მასალები.
9. პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I: კლასს
ვყოფ 3 ნაწილად, თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს, ლიდერი უნაწილებს დავალებას ჯგუფის
წევრებს.
აქტივობა II: პირველი ჯგუფი იძიებს ლელოს წარმოშობის შესახებ ისტორიასა
და დოკუმენტურ მასალებს, თანდართული სურათებით და აკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობა III: მეორე
ჯგუფი მოპოვებულ მასალას თარგმნის ინგლისურ ენაზე და აკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობა IV: მესამე
ჯგუფი აკეთებს კედლის გაზეთს და პროექტის ელექტრონულ პრეზენტაციას.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გეოგრაფია-ინგლისური.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლეები:
1)
თანამშრომლობენ
მასწავლებლებთან და ერთმანეთთან, არა მხოლოდ ჯგუფის შიგნით, არამედ ჯგუფებს შორისაც.
2)
ჯგუფი
მოქმედებს შეთანხმებულად.
3)
მოიპოვებენ
საჭირო ინფორმაციას და წარმოადგენენ ნამუშევარს.
11. პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): ანა წილოსანი.
No comments:
Post a Comment