სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი
1. პროექტის სახელწოდება:  ლელო შუხუთში.



2. პროექტის მთავარი იდეა:  მოიპოვონ ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის კუთხის ტრადიციისა და კულტურის შესახებ.


3. პროექტის აქტუალობა:  პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს მიზნის დასახვის, რესურსების შერჩევის, სამუშაო დროში განაწილების და შეფასების უნარ-ჩვევების დაუფლებაში.  
  • მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის, მეგობრის აზრის გაზიარების უნარი.
  • ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ სოფლის ტრადიციის დაცვასა და მის პოპულარიზაციაში.


4. პროექტის მიზნები:  გაეცნონ ისტორიას ლელოს წარმოშობის შესახებ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. მოიპოვონ ფოტო და ვიდეო მასალა ინტერნეტის საშუალებით, აიღონ ინტერვიუები კუთხის ყველაზე უხუცეს ადამიანებთან.


5. მონაწილეთა ასაკი:  15-16 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა:  5 დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დოკუმენტური მასალების შექმნა და ვებ-გვერდზე განთავსება. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით ეცნობიან ინფორმაციას ლელოს შესახებ, მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნიან ინგლისურ ენაზე, რითაც იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. ამზადებენ პრეზენტაციებს, აკეთებენ კედლის გაზეთს, რითაც იუმჯობესებენ წერით და კითხვით უნარ-ჩვევებს.


8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი, ფურცლები, ფოტო და ვიდეო მასალები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა I: კლასს ვყოფ 3 ნაწილად, თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს, ლიდერი უნაწილებს დავალებას ჯგუფის წევრებს.

აქტივობა II: პირველი ჯგუფი იძიებს ლელოს წარმოშობის შესახებ ისტორიასა და დოკუმენტურ მასალებს, თანდართული სურათებით და აკეთებს პრეზენტაციას.

აქტივობა III: მეორე ჯგუფი მოპოვებულ მასალას თარგმნის ინგლისურ ენაზე და აკეთებს პრეზენტაციას.

აქტივობა IV: მესამე ჯგუფი აკეთებს კედლის გაზეთს და პროექტის ელექტრონულ პრეზენტაციას.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია-გეოგრაფია-ინგლისური.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეები:
1)    თანამშრომლობენ მასწავლებლებთან და ერთმანეთთან, არა მხოლოდ ჯგუფის შიგნით, არამედ ჯგუფებს შორისაც.
2)    ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად.
3)    მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას და წარმოადგენენ ნამუშევარს.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ანა წილოსანი.

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  Anacilosani@gmail.com